პირველად შვედეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, ქალი გახდეს
პირველად შვედეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, ქალი გახდეს

პირველად შვედეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, ქალი გახდეს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მაგდალენა ანდერსონია. ის მთავრობას ჩაუდგება სათავეში, თუ ნოემბერში მას სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, მაგდალენა ანდერსენისთვის ხელისუფლების სათავეში დარჩენა მარტივი არ იქნება. პირველი დაბრკოლება მისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება.

სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერის შემცირების გამო, ანდერსონს დასჭირდება ყოფილი კომუნისტური მემარცხენე პარტიის, ასევე ცენტრისტული პარტიის, სამთავრობო კოალიციის ამჟამინდელი პარტნიორი მწვანეების მხარდაჭერა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა განაცხადა, რომ ნოემბერში სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებიდან წავიდოდა. ივნისში ის შვედეთის პირველი პრემიერი გახდა, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადეს. თუმცა ოპოზიციამ კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და ლევენი თანამდებობაზე დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის მეზობელ ნორვეგიაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ქალი კანდიდატი 40 წლის წინ დანიშნეს.