პირველად ისტორიაში, NBA-ის კლუბში ქალი შეიძლება მწვრთნელად დაინიშნოს
პირველად ისტორიაში, NBA-ის კლუბში ქალი შეიძლება მწვრთნელად დაინიშნოს

ყოფილი ამერიკელი კალათბურთელი ბეკი ჰემონი, შესაძლოა, პირველი ქალი გახდეს ისტორიაში, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბს ჩაუდგება სათავეში, – ამის შესახებ წერს ESPN.

დღეისთვის, 41 წლის ჰემონი “სან ანტონიო სპურსში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.

როგორც ირკვევა, ჰემონთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს “მილუოკი ბაქსის” ხელმძღვანელობა, რაც ასევე პირველად მოხდება NBA-ის ისტორიაში.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ჰემონი არ არის “ბაქსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატი.

პრეტენდენტებს შორის 10 სპეციალისტია, მათ შორის, “სან ანტონიოს” მთავარი მწვრთნელის კიდევ ერთი ასისტენტი – იტალიელი ეტორე მესინა.