პირველად ისტორიაში მარათონი 2 საათზე ნაკლებ დროში გაირბინეს (ვიდეო)
კენიელი ელიუდ კიპჩოგე მსოფლიოს პირველი სტაიერი გახდა, რომელმაც მარათონული დისტანცია ორ საათზე ნაკლებ დროში დაფარა. მისი მაჩვენებელია 1:59.40,2.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, პროექტ Ineos 1:59 Challenge-ის რანგში გაიმართა მარათონული გარბენი, რომელიც დააფინანსა ბრიტანელმა ბიზნესმენმა, ნავთობქიმიური კომპანია Ineos-ის მფლობელმა ჯიმ რატკლიფმა. მარათონი ვენაში არ შედიოდა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პროგრამაში და ორგანიზებული იყო მხოლოდ იმისათვის, რომ მიეღწიათ მიზნისთვის – 42.2 კილომეტრი 1:59-ში. ასე რომ, კენიელის ავსტრიული შედეგი მსოფლიო რეკორდად არ ჩაითვლება.
მსოფლიოს ოფიციალური რეკორდი ასევე კიპჩოგეს ეკუთვნის და ის შეადგენს ორ საათს, ერთ წუთსა და 39 წამს. ის დამყარებულია 2018 წლის 16 სექტემბერს, ბერლინის მარათონზე.
კიპჩოგესთვის ეს იყო მეორე მცდელობა – გამოსულიყო ორი საათიდან. პირველი ცდა კენიელს 2017 წლის ექვს მაისს ჰქონდა. მაშინ იტალიის მონცაში კიპჩოგემ მანძილი 2:00.25-ში გაირბინა.