პირველად 13 მარტის შემდეგ, დანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა

21:11, 15.05.2020

პირველად 13 მარტის შემდეგ დანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოორნავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ დანიის ჯანდაცვის უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

დანიის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის 10 791 შემთხვევა, გარდაცვლილია სულ 537 ადამიანი. 5,8 მილიონი მოსახლეობის მქონე დანიაში კორონავირუსზე ტესტი თითქმის 370 ათასს მოქალაქეს ჩაუტარდა.

დანიის ხელისუფლებამ მიმდინარე კვირის დასაწყისიდან უკვე დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, კერძოდ, ქვეყანაში გაიხსნა მაღაზიების უმეტესობა. მომავალი კვირიდან კი, დანიაში რესტორნები და კაფეები განაახლებენ მუშაობას.

მსგავსი