პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში​ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

10:38, 04.06.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის რვა პაციენტი იმყოფება, საიდანაც სამი კოვიდინფიცირებულია.

4 ივნისის მონაცემები კლინიკამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ამავე მონაცემებით, დღეისთვის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი მკურნალობს, თერაპიულ მიმართულებაში კი, მოთავსებულია შვიდი პირი.

მსგავსი