პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ შვიდ ახალშობილსა და რამდენიმე ორსულს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ შვიდ ახალშობილსა და რამდენიმე ორსულს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 78 პაციენტი მკურნალობს.

მათგან ცხრა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, 47 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს.

„რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ცხრა პაციენტი, დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან სხვადასხვა განყოფილებებში. 47-ში დასტურდება მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ექიმების, ინფექციონისტებისა და  თერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის განმარტებით, კლინიკაში მყოფ ახალშობილებს და საეჭვო სიმპტომების მქონე რამდენიმე ორსულს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„რაც შეეხება ახალშობილებს, ვიცით, რომ გვყავს შვიდი პაციენტი, მათთან არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია, ასევე გვყავს ორსული ქალბატონები, ხუთი დატოვებს კლინიკას, მათთანაც არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცვია, საეჭვო შემთხვევა იყო. ყველა დღის პირველ ნახევარში დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.