პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში ოთხი პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში ოთხი პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში ოთხი პაციენტი რჩება.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„ორის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე, ოქსიდენდამოკიდებულებით. ერთი პაციენტი არის რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით უფრო სტაბილურია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის გამარტივებულ რეჟიმზეა.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, უარყოფითი დინამიკა არც ერთ მადგანთან არ ფიქსირდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.