პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთს მწვავე პნევმონია აქვს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთს მწვავე პნევმონია აქვს

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მკურნალობს.

საერთო ჯამში, კლინიკას ამ დროისთვის 54 ინფიცირებული ჰყავს.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალი პაციენტებიდან ერთს მწვავე სახის პნევმონია აქვს.

„გუშინ იყო 52, ახლა არის 54 შემთხვევა ჩვენთან. დაგვემატა ორი ახალი პაციენტი, ჩატარებულია კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. დადასტურდა ერთ მათგანთან მწვავე პნევმონია. დაწყებულია მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით“ , – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის სულ 214 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.