პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი 11 წლის მოზარდია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი 11 წლის მოზარდია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 113 პაციენტი იმყოფება, მათგან 94 კორონავირუსით ინფიცირებულია.

კლინიკაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან ერთი 11 წლის მოზარდია.

სამივე ერთი ოჯახის წევრია და ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მათი მდგომაროება მძიმე არ არის.

„რაც შეეხება ახალ შემთხვევას, გუშინ შემოვიდა სამი პაციენტი, ერთი ოჯახის წევრები არიან ყველანი. ორი საშუალო სიმძიმის არის, 11 წლის მოზარდია ერთი, რომელიც აბსოლუტურად კარგად გრძნობს თავს, ერთის მდგომაროება მსუბუქია.

მათი კლასტერის ისტორიას ვერ მოგახსენებთ,ერთი ოჯახის წევრებია, სად დაავადნენ ვერ გეტყვით, ამას იძიებს ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.