პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 82 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია

18:30, 16.04.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 82 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, მათგან ცხრა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

რატიანის ინფორმაციით, ხუთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„გვყავს სამი მოზარდი ახალშობილი, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, კლინიკური გამოვლინების გარეშეა. 9 იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ხუთი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მათ შორის სამის მდგომარეობა არის მკვეთრად დამძიმებული უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. რაც შეეხება დანარჩენი ოთხი პაციენტი იმყოფება ნაზალურ სიპაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში. დღეს მივიღეთ რამდენიმე პაციენტი, დადასტურებული შემთხვევა, ყველას ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, მათთანაც დაფიქსირდა ერთ-ერთი გართულება, რომელიც ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი დაბურული მინის სინდრომი და ორმხრივი მწვავე პნევმონია“ , –  განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი