პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის 53 პაციენტი მკურნალობს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის 53 პაციენტი მკურნალობს

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 64 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 53 კორონავირუსით ინფიციფრებულია.

რატიანის განმარტებით, კლინიკას კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტი არ დამატებია.

მისივე ინფორმაციით, არც პაციენტების ზოგადი მდგომარეობა შეცვლილა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 64 პაციენტი. მოგეხსენებათ, რომ როდესაც მოდის უარყოფითი პასუხები, პაციენტები გადადიან საკარანტინო ზონაში, თუ ისინი არ საჭიროებენ სამკურნალო დაწესებულებაში მოვლასა და მზრუნველობას. რაც შეეხება კორონავირუსს, ახალი შემთხვევა ამ ეტაპამდე არ დამატებულა, არც პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში არ შეცვლილა“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება ლენტეხიდან ჩამოყვანილი პაციენტის მდგომარეობას, რატიანის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება ორმხრივი მწვავე პნევმონია და თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

„პაციენტს ჩაუტარდა ყველა კვლევა აბსოლუტურად, რაც საჭიროა და მოწოდებულია. პროტოკოლით გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია და მკურნალობს თერაპიის განყოფილებაში“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.