პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთ ორსულს კორონავირუსი დაუდასტურდა, შვიდ ახალშობილთან კი უარყოფითი პასუხი მიიღეს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთ ორსულს კორონავირუსი დაუდასტურდა, შვიდ ახალშობილთან კი უარყოფითი პასუხი მიიღეს

პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში გუშინ საეჭვო სიმპტომების მქონე ორი ორსული შეიყვანეს, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მეორე ორსულის ტესტის პასუხს კი ელოდებიან.

„გუშინ გადმოყვანილი იქნა ორი ორსული ქალბატონი, საჭვო შემთხვევა ერთთან დადასტურდა და ერთთან ველოდებით პასუხს, აღებულია ნაცხი“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ახალშობილიც შეიყვანეს.

„ასევე გადმოყვანილია ახალშობილი საეჭვო შემთხვევა, გაგზავნილი გვაქვს ლუგარში ტესტი, ველოდებით პასუხებს“, – აღნიშნა რატიანმა და დასძინა, რომ გუშინ ტესტი კიდევ შვიდ ახალშობილს ჩაუტარდა, თუმცა მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

„გუშინ ჩატარებული ახალშობილთა ტესტირების შედეგად, შვიდ მათგანთან ჩატარდა „პისიარი“, არც ერთთან კოვიდინფიცირება არ დასტურდება“,- განაცხადა რატიანმა.