პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მედდას 30 აპრილის შემდეგ კლინიკაში არ უმუშავია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მედდას 30 აპრილის შემდეგ კლინიკაში არ უმუშავია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მედდას კლინიკაში 30 აპრილიდან არ უმუშავია.

მისივე თქმით, 15-დღიან ცვლებში მომუშავე პერსონალს ვირუსზე ტესტირება ცვლის დაწყებისა და დასრულებისას, მუდმივად უტარდებათ.

„მე არ მყავს არავითარი საბურთალოს კლასტერი. ის მედდა ჩემთან არ მუშაობდა 30 აპრილიდან. სად იარა, ვის შეხვდა, ჩვენი ბრალი ხო არ არის. ყველა ტესტი გაკეთებულია ლუგარის პროტოკოლის მიხედვით – სწრაფი და პისიარი. ყველას უკეთდება ჩვენთან, ცვლებიდან გამოსულ და შემოსულ თანამშრომლებსაც. ჩვენთან 15-15 დღით მუშაობენ თანამშრომლები, ერთი ბრიგადა გადის, მეორე ბრიგადა შემოდის, ანუ 15 დღე და ღამე ჩვენთან არიან. როცა ბრუნდებიან სამსახურში, ვუკეთებთ ტესტს, რომ გარედან არ შემოიტანონ ვირუსი. როცა 15-დღიან ციკლს დაამთავრებენ, კიდევ ვუკეთებთ პისიარტესტს, რომ ჩვენგან არაფერი გაიტანონ. მაგ ქალბატონსაც, რომ დაამთავრა ორკვირიანი ცვლა, გაკეთებული აქვს პისიარტესტირება. პასუხი უარყოფითი იყო, რომ დაბრუნდა ცვლაში სამსახურში, ისევ ავუღეთ და ჰქონდა კორონა. 30 აპრილის შემდეგ არ ყოფილა სამსახურში. ეს მედდა 30 აპრილს რომ გავიდა ცვლიდან, 28 მაისს შემოვიდა. სამსახურშიც არ დავუშვით და დავაწვინეთ სტაციონარში. შეხება მას ჩვენთან, არავისთან ჰქონია“, – განუცხადა ლალი ტურძელაძემ.