პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 50 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი

11:29, 12.05.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 მაისის მონაცემებით, 63 პაციენტი არის მოთავსებული, მათ შორის 50 კოვიდინფიცირებულია.

კლინიკა დღევანდელ მონაცემებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

რეანიმაციაში სამი პაციენტი მკურნალობს, ხოლო თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 54 პაციენტი.

ამასთან, ახალი კორონავირუსისგან დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი