პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 10 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან ორი დღეს გამოვლენილი 18 შემთხვევიდანაა

15:55, 31.08.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 10 ინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან ორი დღეს გამოვლენილი 18 შემთხვევიდანაა.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულება მუშაობს, როგორც კოვიდ, ისე სხვადასხვა პროფილის მიმართულებით.

„შემოვიდა ორი დადასტურებული შემთხვევა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. გრძელდება კვლევები. ამ ეტაპზე, ჩვენ ვართ ჰიბრიდული კლინიკა, ანუ ვემსახურებით, როგორც ჩვეულებრივ პაციენტებს, ასევე კოვიდინფიცირებულებს. გვყავს 10 კოვიდინფცირებული პაციენტი, მათი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი