პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ სამი პაციენტი დატოვებს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ სამი პაციენტი დატოვებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი გაეწერება. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

ამასთან, კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით განმეორებითი კვლევების პასუხებს კიდევ ელოდებიან.

„დღეს, ჩვენი კლინიკიდან სამი პაციენტი, გამოჯანმრთელებული შემთხვევა ეწერება. ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე კვლევა გაგზავნილი გვაქვს და თუ მოვიდა განმეორებითი პროტოკოლის მიხედვით პასუხი, ეს პაციენტები დღის მეორე ნახევარში კლინიკას დატოვებენ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.