პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული შვიდი პაციენტი დატოვებს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული შვიდი პაციენტი დატოვებს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის სულ 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 70 კორონავირუსით ინფიცირებულია.

კლინიკას დღეს შვიდი გამოჯანმრთელებული დატოვებს.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში სულ რვა პაციენტია მოთავსებული, აქედან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ოთხი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

ამასთან, რატიანის თქმით, გუშინ კლინიკაში ორი ორსული შეიყვანეს, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„გუშინ ორი ორსული შემოიყვანეს, ერთთან დადასტურდა, ერთთან ველოდებით პასუხს.

სამთან არის უარყოფითი დინამიკა, დანარჩენთან უარყოფითი კლინიკის გარეშეა“, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანის განმარტებით, შვიდ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„გუშინ შვიდ  ახალშობილზე ჩატარდა  პისიარ ტესტირება. არც ერთზე არ არის დადებითი პასუხი.

მედპორსონალის, რომელიც ჩვენს კლონიკაში განაგრძობს მკურნალობას, მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა რატიანმა.