პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 62 წლის და 65 წლის პაციენტები დატოვებენ
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 62 წლის და 65 წლის პაციენტები დატოვებენ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 65 წლის პაციენტი და მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი დატოვებს.

ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 85 პაციენტი იმყოფება, მათგან 67 ინფიცირებულია.

„იცით, რომ ჩვენ გვყავდა პირველი პაციენტი კრიტიკული – 62 წლის ქალი. მისი მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისას იყო ტერმინალური. ქალბატონი რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან, გამოჯანმრთელებული. ასევე გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული შემთხვევა – 65 წლის ქალბატონი, რომელიც რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას“, – აღნიშნა რატიანმა.

ქვეყნის მასშტაბით კი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 69-ს შეადგენს.