საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში შესაძლოა, კლინიკა კიდევ 10-მა დატოვოს
საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში შესაძლოა, კლინიკა კიდევ 10-მა დატოვოს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს.

როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში არის  79 პაციენტი, რეანიმაციაში რჩება ხუთი პაციენტი.

„მართვით სუნთქვაზე რჩება ორი პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, მეორის კი, სტაბილური. რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, მინდა გითხრათ, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინფიცირებული გყავს 61 შემთხვევა. დღეს კლინიკიდან ეწერება ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტის და იმედია, რომ ათივესთან მოვა განმეორებით უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომლებთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამოდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – განაცხადა რატიანმა.