პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების ჩამოწერაზე კანონპროექტს საფინანსო კომიტეტმა მხარი დაუჭირა
პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების ჩამოწერაზე კანონპროექტს საფინანსო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პირველ ოქტომბერს თბილისში დაჯარიმებულ 707 ტაქსის მძღოლს ჯარიმები მოეხსნება. შესაბამის კანონპროექტს, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციატივით მომზადდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ჯარიმის საერთო მოცულობა, ჯამში 89 ათას 900 ლარია. 707 ტაქსის მძღოლს ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით სავარაუდოდ ნოემბერში ჩამოეწერება.

„აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 700 ადამიანი გაურკვევლობაში იყო. მათ ნებართვაში პირველ ოქტომბრამდე ეწერათ და პირველი ოქტომბერი იმ თარიღად მიიჩნიეს, როდესაც არ დაჯარიმდებოდნენ და სანქციები, მათშორის ფერთან დაკავშირებით 2 ოქტომბრიდან ამოქმედდებოდა. ამიტომ ეს ერთგვარი ჰუმანური აქტია, რომ გაურკვევლობაში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ამის მოლოდინი არ ჰქონდათ, იმის შესაძლებლობა
მივცეთ, რომ ჯარიმისგან გათავისუფლდნენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ინიციატივა გარკვეულწილად პოზიტიურ დამატებითი ფაქტორი იქნება ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით. რაც თავის მხრივ, ძალიან კარგია. ჩვენი ოპონენტები სამწუხაროდ, ყველაფერზე კრიტიკას ახერხებენ. ვეთანხმები, მაგრამ ვაკრიტიკებ ეს პოზიცია აქვთ მრავალ საკითხთან დაკავშირებით. მათ უნდათ, რომ ტაქსების რეფორმას ჩრდილი მიაყენონ და ეს ჰუმანური აქტი გამოიყენონ, რათა რეფორმა გააკრიტიკონ. ეს აბსოლუტურად ზედმეტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.