პირველ არხზე, წარმატებული სტაჟირების გავლის შემდეგ, 30 სტაჟიორი დასაქმდა
პირველ არხზე, წარმატებული სტაჟირების გავლის შემდეგ, 30 სტაჟიორი დასაქმდა

საქართველოს პირველ არხზე, სტაჟირების განახლებული პროგრამის ფარგლებში, წარმატებული სტაჟირების გავლის შემდეგ 30 სტაჟიორი დასაქმდა.

სტაჟირების განახლებული პროგრამა 2021 წლიდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს საინფორმაციო, მედიაწარმოებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სტაჟირებას როგორც სატელევიზიო, ასევე რადიო და ვებპლატფორმებზე.

პირველი არხი, რამდენიმე უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს როგორც სტუდენტებისთვის სტაჟირების შეთავაზების, ასევე სასწავლო აქტივობებზე მათი ჩართულობის კუთხით. 2021-2022 წლებში 100 სტუდენტი სხვადასხვა სასწავლებლებიდან ჩაერთო პირველი არხის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კლასებსა და კონფერენციებში.

2021-2022 წლებში პირველი არხის სტაჟირების პროგრამაში 150-მდე მსურველი ჩაერთო. პროგრამა ასევე ითვალისწინებს წარმატებული სტაჟიორების ვაკანტურ პოზიციებზე დასაქმების განხილვის შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობისა და წარმატებული სტაჟირების გავლის შემდგომ ორგანიზაციაში 30 სტაჟიორი დასაქმდა.

პირველი არხის სტაჟირების პროგრამა ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის და განაცხადის შემოტანა CV-ს სახით შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], რის შემდეგაც შეირჩევა რეზიუმეები და დაიგეგმება ინტერვიუს ეტაპები.