პირველ არხზე დღეს კიდევ ერთი დებატები გაიმართება
პირველ არხზე დღეს კიდევ ერთი დებატები გაიმართება

დღეს, 8 ოქტომბერს, საღამოს 22:00 საათზე პირველ არხზე კიდევ ერთი დებატი გაიმართება – ამჯერად ერთმანეთის პირისპირ საპრეზიდენტო კანდიდატები კახა კუკავა და ზურაბ ჯაფარიძე წარდგებიან.

კახა კუკავამ დებატებში სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და დავით უსუფაშვილი გამოიწვია. კუკავა კონკურენტებს სთავაზობდა, ესარგებლათ პირველი არხის შეთავაზებით და მოეწყოთ დებატები ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე.

დასახელებული კანდიდატებიდან დღევანდელ დებატებში მონაწილეობას მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა, შესაბამისად დებატები მათ შორის შედგება.

შეგახსენებთ, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს.

პირველი ასეთი დებატები უკვე გაიმართა 4 ოქტომბერს.

კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტატების საყურადღებოდ – დებატების გამართვა შესაძლებელია სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.

ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, დაუსვან შეკითხვა პრეზიდენტობის კანდიდატებს პირველი არხის ფეისბუქზე, ასევე საიტზე, სადაც განთავსებულია პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვა და ბიოგრაფია.