პირველ არხთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ სოფო ხუნწარია ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ ამზადებს გადაცემას და ამიტომ არ იმყოფება დღეს აქციაზე
პირველ არხთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ სოფო ხუნწარია ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ ამზადებს გადაცემას და ამიტომ არ იმყოფება დღეს აქციაზე

საქართველოს პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თათია მექვაბიშვილმა განმარტა, რატომ არ იმყოფება მათთან ერთად დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, სოფო ხუნწარია.

მისი თქმით, სოფო ხუნწარია გადაცემას ამზადებს.

„ჩვენთან ერთად არ არის ჩვენი გუნდის წევრი სოფო ხუნწარია, რომელზეც შავი პიარი ააგორა ზოგიერთმა ტელევიზიამ და პრესამ. იცოდეთ, რომ ის ამზადებს გადაცემას. ყოველ დილით მიჰყავს ეთერი, არის მარტო და ამიტომ მუშაობს, ხვალიდან იქნება ჩვენთან ერთად. ახლა რომ არ იყოს სპეკულაცია, რომ არ დგას ჩვენთან ერთად“, – განაცხადა თათია მექვაბიშვილმა.