2018 წლის ივლისში პირველ არხს ბათუმში ახალი სტუდია ექნება 
2018 წლის ივლისში პირველ არხს ბათუმში ახალი სტუდია ექნება 

პირველ არხს ბათუმში 2018 წლის ივლისში ახალი სტუდია ექნება.

სტუდია ფიროსმანის 18 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის 26-ე სართულზე განთავსდება.

ტენდერი პირველი არხის ბათუმის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად დღეს გამოცხადდა.

ელექტრონული ტენდერის სასტარტო ღირებულება 1 000 284 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 2018 წლის 29 იანვარს, 12:00 საათზე დასრულდება.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დამთავრდეს.

იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.

დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, განცხადების ნომერი – SPA 170016669