პირველ აპრილს თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი
პირველ აპრილს თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი იყოს.

პირველ აპრილს, თბილისში საღამოსა და ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.