პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა, ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა

14:35, 01.01.2020

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ერთი ბავშვი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ხოლო შვიდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და მკურნალობას განაგრძობს.

ყველა მათგანს დაზიანება კიდურების არეში აქვს მიღებული.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, თითების ამპუტაცია დასჭირდა ერთ მცირეწლოვანს.

მსგავსი