„პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია შესაძლოა, პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყოს“

12:24, 07.12.2017

ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, თუ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია კანონით იხლმძღვანელებს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს 21 ნოემბრიდან კომისიის მიერ მისი გათავისუფლების საკითხის განხილვა ეხება. მისივე შეფასებით, თუ კანონის მიხედვით იხელმძღვანელებს კომისია, მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს.

“ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი არ გათავისუფლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, კომისია იყოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ. წესით, არ უნდა იცოდნენ პარლამენტარებმა და იუსტიციის მინისტრმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი კომისია. ვინაიდან მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ არ გათავისუფლდება, ესეიგი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის და ასეთი გავლენის ქვეშ მყოფი კომისია კანონის საფუძველზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას”, – აცხადებს ოთო კახიძე.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში მოქმედებს შთანთქმის პრინციპი და მერაბიშვილის საკითხზე ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილმა დიდმა სასჯელმა, შთანთქა სხვა სასჯელები.

მერაბიშვილის პატიმრობიდან ოთხი წელი და ექვსი თვე უკვე გავიდა და კახიძის განცხადებით, კომისია ვალდებულია მერაბიშვილის საკითხი განიხილოს.

ოთარ კახიძემ ასევე გაასაჯაროვა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია, რომელშიც მინისტრთა კომიტეტი ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის გამო, აზერბაიჯანს დაპატიმრებული ილგარ მამედოვის გათავისუფლებას სთხოვს.

კახიძის განმარტებით, ვანო მერაბიშვილის მსგავსად, მამედოვის საქმეზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა.

“დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან სამი თვის ვადაში ,კომიტეტი მერაბიშვილთან მიმართებაშიც ანალოგიურს მოითხოვს და საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილის უპირობო გათავისუფლება მოუწევს. მინისტრთა კომიტეტი მიუთითებს, რომ მე-18 მუხლის დარღვევის შემთხვევაში ყველა განმცხადებელი თავისუფლდება. ეს არის ამვდროულად მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართაც, ვინაიდან ადამიანის უფლებათა დიდმა პალატამ, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლომ, ვიდრე ეს იყო მამედოვის შემთხვევაში,  მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. საქმეები არის იდენტური, ორივე შემთხვევაში დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა და თუ ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლების უკანონო მოქმედებემა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები. საზოგადოებამ უნდა მოვუწოდოთ  ხელოსუფლებას, რომ დროულად გადადგან შესაბამისი ნაბიჯები და უზრუნველყოს მერაბიშვილის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება სასჯელაღსრულების დაწესწბულებიდან”, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, თუ კომიტეტის მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებას, მას დაეკისრება სანქციები, მათ შორის შესაძლოა საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვაც იყოს.

მსგავსი