პირობის დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღიური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა მცირდება
პირობის დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღიური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა მცირდება

პირობის დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღიური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა მცირდება, – ეს არის ერთ-ერთი დღეს ამოქმედებული სიახლეებიდან საფინანსო ბაზარზე, რომლებიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს.

სიახლის თანახმად, მაგალითად, თუ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა 1 000 ლარია, დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღე მაქსიმუმ 0.41 პროცენტი ემატებოდა – 4.1 ლარი. ახალი წესით, ეს ოდენობა 0.27 პროცენტამდე – 2.7 ლარამდე მცირდება, რასაც შეიძლება, ერთჯერადი 20 ლარი დაემატოს.

მაგალითად, ერთთვიან ვადაგადაცილებაზე სესხის ხარჯი ძველი წესით მაქსიმუმ 123 ლარი იყო, ახალი წესით კი, მაქსიმუმ 101 ლარი იქნება.