პირები, რომლებიც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდნენ, აშშ-ში უვიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ
პირები, რომლებიც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდნენ, აშშ-ში უვიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდნენ, უვიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებს უვიზო მიმოსვლა 38 ქვეყანასთან აქვს, რაც გულისხმობს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა და დარჩენა ვიზის გარეშე, 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, პირებს, რომლებიც 2011 წლის პირველი მარტის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდნენ, ამერიკის საკონსულოებში მოუწევთ სამუშაო ან ტურისტული ვიზის აღება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლა 2017 წლის შემდეგ აქვთ აკრძალული. ამის მიზეზი ამერიკელი სტუდენტის, ოტო ვარმბაიერის საქმეა. სტუდენტი ფხენიანში ჩავიდა, სადაც ის დაიჭირეს. უკვე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტი სამშობლოში დააბრუნეს, სადაც გარდაიცვალა.