სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ

10:17, 12.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი წერს.

უიტკოფსა და კუშნერს ვნუკოვოს აეროპორტში დმიტრიევი დახვდა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდნენ.

როგორც მანამდე ჯარედ კუშნერმა განაცხადა, ის და სტივ უიტკოფი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, რათა აბუ დაბიში განხილული საკითხები შეაჯამონ და სადავო თემებზე პოზიციების დაახლოებას შეეცადონ. მისივე თქმით, მოსკოვში შეხვედრის შემდეგ ამერიკელი წარმომადგენლები დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

მსგავსი