პირდაპირი რეპორტაჟი სვეტიცხოვლიდან

ზარების რეკვით შეხვდებიან ქრისტეს აღდგომას სვეტიცხოველში. უძველეს ტაძარში, სადაც ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეები, მაცხოვრის კვართი და სამსჭვალი ინახება, მორწმუნეები უკვე იკრიბებიან. სადღესასწაულო ლიტურგიას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ ტაძარში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი სერაფიმე გაუძღვება.

მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დადგომას მცხეთაში მარიამ შალიკაშვილი ელოდება.