პირბადის ტარებაზე მეტროში კონტროლი მკაცრდება
პირბადის ტარებაზე მეტროში კონტროლი მკაცრდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მკაცრი კონტროლი ხვალიდან დაწესდება, სადაც ადამიანები პირბადის გარეშე ვერ შევლენ.

კახა კალაძემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტობუსი არ დაიძრება, თუ ადამიანებს პირბადე არ ექნებათ.

„მინდა, საპატრულო პოლიციას მადლობა გადავუხადო. მათთან ერთად ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ყველა მეტროს შესასვლელში იქნებიან, სადაც შესულ ადამიანებს გააკონტროლებენ და აუხსნიან, რომ პირბადის გამოყენება აუცილებელია. იგივე იქნება ავტობუსებსა და მიკროავტობუსში. ავტობუსი არ დაიძრება, თუ მგზავრებს პირბადე არ ექნებათ. ვითარებას კონდუქტორების საშუალებით ვაკონტროლებთ. შეიძლება, ეს გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს, მაგრამ ყველაზე მთავარი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. პირბადე სავალდებულოა ყველგან, ეს არ ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. როცა ნებისმიერ დაწესებულებაში შევდივართ და ადამიანებს ვესაუბრებით, აუცილებელია პირბადეებით აღჭურვილი ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის ჩართულობითა და ეპიდემილოგების რეკომენდაციებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ის, რომ ერთმანეთი დავიცვათ“, – განაცხადა კალაძემ.