„პიქსარის“ ანიმაცია „კოკო“ ბოლო წლების ყველაზე გაყიდვადი ანიმაციაა

პიქსარის“ ანიმაცია „კოკო“ ბოლო წლების ყველაზე გაყიდვადი ანიმაციაა. გაყიდვებით შემოსულმა თანხამ რამდენიმე თვეში 730 მილიონს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ variety ავრცელებს.

„კოკომ” მაყურებელთა ყურადღება გამოსვლის დღიდან მიიქცია. ეს არის სიკეთით სავსე ისტორია, რომლის მთავარი გმირი 12 წლის მიგელ რივერაა. ბიჭი, რომელიც მეწაღეთა ოჯახში დაიბადა და მუსიკოსობაზე ოცნებობს.

კოკომ წელს ყველა უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, ოსკარი, ოქროს გლობუსი და ბაფტა.