პიოტრ ტოლსტოი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად აირჩიეს
პიოტრ ტოლსტოი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად აირჩიეს

რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.

ტოლსტოის ასარჩევად კენჭისყრის ორი ტურის გამართვა გახდა საჭირო. მის კანდიდატურას მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 132-მა დელეგატმა დაუჭირა, 117 წინააღმდეგი წავიდა.

ტოლსტოი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 19-ე ვიცე-სპიკერი გახდა. დანარჩენი 18 ვიცე-სპიკერი კენჭისყრის გარეშე იყო არჩეული.