პიონჩანგში სამ ათასზე მეტი დოპინგ-სინჯი აიღეს
პიონჩანგში სამ ათასზე მეტი დოპინგ-სინჯი აიღეს

პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადის დროს, ჯამში 3149 დოპინგ-სინჯი აიღეს, – წერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდი. მათგან 1393 ტესტი უშუალოდ ოლიმპიადის დროს ჩატარდა, 1756 – არასაშეჯიბრო პერიოდში.

სულ 2018 წლის ზამთრის თამაშებზე აკრედიტებული იყო 2993 სპორტსმენი და მათგან 1615-მა მინიმუმ ერთხელ მაინც გაიარა დოპინგ-ტესტი. ოლიმპიადის წინ გაიცა 24 თერაპიული გამონაკლისი, უშუალოდ თამაშების დროს – 12.

პიონჩანგის დოპინგ-სინჯებს 10 წლის განმავლობაში შეინახავენ. 2018 წლის ოლიმპიადის დროს, სეულის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში სადღეღამისო მეთვალყურეობა იყო. ვიდეოჩანაწერებსაც 10 წელი შეინახავენ.