პიონჩანგში ჰოკეი სენსაციურად დაიწყო
პიონჩანგში ჰოკეი სენსაციურად დაიწყო

პიონჩანგის ოლიმპიადაზე მამაკაცთა ჰოკეის ტურნირი სენსაციებით დაიწყოს. B ჯგუფში პირველი ტურის მატჩები გაიმართა და ორივე ფავორიტმა წააგო.

ოლიმპიურმა ათლეტებმა სლოვაკეთს რუსეთიდან სტარტზე ორი შაიბა გაუტანეს, მაგრამ პირველი პერიოდის მიწურულს ორ წუთში ორი გოლი მიიღეს და ანგარიში გათანაბრდა – 2:2. სლოვაკეთმა მესამე პერიოდის ბოლოსკენ მესამედაც გაუტანა რუსებს და ოლიმპიადა მოგებით დაიწყო – 3:2.

ოლიმპიადებზე რუსეთს სლოვაკეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს – ორი მოგება და სამი წაგება.

ასეთივე ანგარიშით წააგო აშშ-ის ნაკრებმა სლოვენიასთან. ამერიკელებიც 2:0 იყვნენ დაწინაურებულნი, მაგრამ მესამე პერიოდში გატანილი ორი შაიბით სლოვენიამ მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც ამ გუნდის კაპიტანმა მურსაკმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს სენსაციურად მოაგებინა.