პიონჩანგში ამინდის გამო სამთო თხილამურების პროგრამა შეიცვალა
პიონჩანგში ამინდის გამო სამთო თხილამურების პროგრამა შეიცვალა

პიონჩანგის ოლიმპიადაზე, სამთო თხილამურების პროგრამაში ცვლილება მოხდა. 23 თებერვალს უნდა გამართულიყო ქალებს შორის სათხილამურო კომბინაცია, მაგრამ ის 22 თებერვლისთვის გადაიტანეს. საქმე ისაა, რომ 23 თებერვალს, სინოპტიკოსები ძლიერ ქარს ვარაუდობენ.

ასე რომ, 22 თებერვალს, სამთო თხილამურებში მედლების ორი კომპლექტი გათამაშდება: ქალების კომბინაციასა და მამაკაცების სლალომში. ამ დღის სრული განრიგი ასეთია:

05:00 სლალომი. კაცები. I ცდა
06:30 კომბინაცია (სწრაფდაშვება). ქალები
08:30 სლალომი. კაცები. II ცდა
10:30 კომბინაცია (სლალომი). ქალები

შეგახსენებთ, რომ კაცების სლალომში იასპარეზებს იასონ აბრამაშვილი. ეს იქნება ქართველების ბოლო სტარტი პიონჩანგის ოლიმპიადაზე.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე