პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გამართულ სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელად სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად კი სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი დაამტკიცეს.
ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. პიონჩანგში იასონ აბრამაშვილი(სამთო-სათხილამურო სპორტი), ნინო წიკლაური(სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი სოღოიანი (ციგა) და მორის ყვითელაშვილი (ფიგურული სრიალი) იასპარეზებენ.
აღმასკომის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ საქართველოს ყველა დროის ოლიმპიელთა წარმომადგენლობითი ფორუმი თბილისში 2018 წლის პირველ ნახევარში ჩატარდება.