ოლიმპიადაზე ნინო წიკლაურის მეორე სტარტიც გადაიდო
ოლიმპიადაზე ნინო წიკლაურის მეორე სტარტიც გადაიდო

პიონჩანგში უამინდობამ სამთო სათხილამურო ტურნირს კვლავ ხელი შეუშალა. ოთხშაბათს, დილით ქალებს შორის სლალომი უნდა გამართულიყო, რომელშიც ქართველ ნინო წიკლაურს მე-60 სასტარტო ნომერი ჰქონდა,  მაგრამ ორგანიზატორებმა ძლიერი ქარის გამო, ამ სახეობაში ასპარეზობა 16 თებერვლისთვის გადაიტანეს.

უფრო ადრე, ქართან დაკავშირებული პრობლემების გამო, 11 და 12 თებერვლიდან 15 თებერვლისთვის გადაიტანეს ქალების გიგანტური სლალომი და კაცების სწრაფდშავება.