პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში ჩრდილოეთ კორეის დროშა გამოიფინა
პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში ჩრდილოეთ კორეის დროშა გამოიფინა

პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების სოფლის გახსნის ცერემონიაზე კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა აღმართეს, – იტყობინება სააგენტო Yonhap.

ამ მოვლენას ეპოქალური შეიძლება ეწოდოს, რადგან სამხრეთ კორეის კანონმდებლობა კრძალავს ჩრდილოკორეული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

აღნიშნული დარღვევისთვის გათვალისწინებულია შვიდწლიანი პატიმრობა.

თუმცა, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის გამონაკლისი დაუშვეს.

უფრო მეტიც, გულშემატკივრებს ნება დართეს – გამოიყენონ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები ოფიციალური სტარტების დროს.