პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა

09:58, 15.07.2021

20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა.

გამარჯვებულის დიპლომთან ერთად, პიანისტს ფულადი ჯილდო – 25 000 ევრო გადაეცემა.

მარია კანალსის საერთაშორისო კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა. ფინალურ ტურში გუშინ საღამოს ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა.

მსგავსი