Pfizer-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ვაქცინის შემუშავების პროცესში ტრამპთან ყველანაირ თანამშრომლობას უარყოფს
Pfizer-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ვაქცინის შემუშავების პროცესში ტრამპთან ყველანაირ თანამშრომლობას უარყოფს

Pfizer-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ვაქცინის კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელი, ქეთრინ ჯენსენი ვაქცინის შემუშავების პროცესში დონალდ ტრამპთან ყველანაირ საჯარო და კერძო თანამშრომლობას უარყოფს.

„ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ Operation Warp Speed-ის ნაწილი. არასოდროს მიგვიღია ფული აშშ-ის მთავრობისგან, ან ვინმესგან“, – განაცხადა ჯენსენმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ჯენსენი გამოეხმაურა მაიკ პენსის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ვიცე-პრეზიდენტი წერს, რომ დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული საჯარო-კერძო თანამშრომლობის წყალობით, Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა 90 პროცენტით ეფექტურია.

Operation Warp Speed არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების 12-მილიარდიანი პროგრამა, რომელიც მაისში ტრამპის ადმინისტრაციამ შექმნა და 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში ვაქცინის ამერიკის თითოეულიმოქალაქისთვის მიწოდებას ისახავდა მიზნად.

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში „კოვიდ-19“-ის ინფექციის პრევენციაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა.

კომპანიების განცხადებით, 2020 წელს ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელს 1.3 მილიარდამდე გაზრდიან.