პეტრო პოროშენკოსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

20:56, 16.08.2018

უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა დონბასში შექმნილი ვითარება და სამშვიდობოების განთავსების პერსპექტივები განიხილეს. პეტრო პოროშენკოსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერკელმა და პოროშენკომ გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრამდე პოზიციები შეაჯერეს. საუბარი შეეხო პროექტ ჩრდილოეთის ნაკად 2“-საც, რომლითაც ევროპამ რუსული ბუნებრივი აირი უნდა მიიღოს.

უკრაინის ხელისუფლება გაერო-ს სამშვიდობოების ჩაყენებას დონეცკისა და ლუგანსკის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრამდე ითხოვს.

მსგავსი