პეტრო პოროშენკოს მეორე ტურში გადასვლის გამო, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 1-ელ აპრილს აღარ გეგმავს
პეტრო პოროშენკოს მეორე ტურში გადასვლის გამო, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 1-ელ აპრილს აღარ გეგმავს

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს არჩევნების მეორე ტურში გადასვლის გამო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 1-ელ აპრილს აღარ გეგმავს.

ტელეკომპანია „მაქსი ტივის“ ეთერში საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის გადასვლის გამო, უკრაინაში მისი შეშვების აკრძალვის საკითხი კვლავ აქტუალურია.

„ჩემი ბილეთი იმ შეთხვევაში იქნებოდა გამოყენებული, თუ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავიდოდა. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. მოხარული ვიქნებოდი, რომ მეორე ტურში, პოროშენკოს ნაცვლად, ტიმოშენკო გასულიყო. მაშინ მე თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩამოვალ. თუ პოროშენკო დარჩება, მისი ბრძანება შესრულდება. მისი მტკიცე ბრძანებაა, არ შემომიშვას უკრაინაში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

2019 წლის მარტში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურში პეტრო პოროშენკო ვერ გადავიდოდა და უკრაინაში 1-ელ აპრილს დაბრუნდებოდა.

დატოვე კომენტარი