პეტრო პოროშენკომ კიევის პატრიარქს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა
პეტრო პოროშენკომ კიევის პატრიარქს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

პეტრო პოროშენკომ კიევის პატრიარქ ფილარეტს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამის ბრძანებას პეტრო პოროშენკომ უკვე მოაწერა ხელი.

„პატრიარქი ფილარეტი იყო, არის და იქნება უკრაინის ეკლესიისა და უკრაინელი ხალხის სულიერი ლიდერი“, – ასეთი განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა ბრძანებაზე ხელის მოწერის დროს. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის პატრიარქ ფილარეტის ღვაწლს გაუსვა ხაზი.

1997 წელს პატრიარქი ფილარეტი რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის ანათემას გადასცა. 2018 წლის ოქტომბერში კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მას ანათემა მოუხსნა.

2018 წლის 15 დეკემბერს გამართული გამაერთიანებელი საეკლესიო კრების დროს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი მართვის დებულება დამტკიცდა და უკრაინის ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე ეპიფანე აირჩიეს.

2018 წლის 5 დეკემბერს კი მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა.