პეტრო პოროშენკომ 2014 წელს მაიდანზე გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო
პეტრო პოროშენკომ 2014 წელს მაიდანზე გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2014 წელს მაიდანზე გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო „ტვიტერში“ წერს, პეტრო პოროშენკომ მეუღლესთან ერთად ზეციური ასეულის მემორიალი ყვავილებით შეამკო და სანთლები აანთო.

„ზეციური ასეულის გმირები უკრიანის მფრაველი ანგელოზები არიან. მათ გაწირეს მთავარი, რაც გააჩნდათ – საკუთარი სიცოცხლე, რომ ჩვენ უკეთესი ბედი გვქონოდა და ამგვარად გახდნენ ორიენტირი თავისუფალი უკრიანელების მომავალი თაობებისთვის. გმირები არ კვდებიან…“ – დაწერა პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

20 თებერვალს უკრაინაში მაიდანზე გარდაცვლილების ხსოვნის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში სამგლოვიარო ღონისძიებებია დაგეგმილი.

2014 წელს ევრომაიდნის მოვლენების დროს კიევში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქართველები დავით ყიფიანი და ზურაბ ხურცია. უკრაინის ღირსების რევოლუციის დროს ყველაზე მეტი ადამიანი 2014 წლის 20 თებერვალს დაიღუპა.