ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის 19 რეგიონში ლიდერობს, პეტრო პოროშენკო კი მხოლოდ ორში

17:36, 01.04.2019

პეტრო პოროშენკო უკრაინის მხოლოდ ორ რეგიონში ლიდერობს, ვლადიმირ ზელენსკი 19-ში, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ეტაპზე დათვლილია ბიულეტენების 80% პროცენტზე მეტი.

მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ლიდერობს მხოლოდ ლვოვის და ტერნოპოლის ოლქში, ივანო-ფრანკოვსკში იგებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იული ტიმოშენკო, ხოლო ლუგანსკსა და დონეცკში იური ბოიკო იმარჯვებს. დანარჩენ 19 რეგიონში კი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს. ქვეყნის მასშტაბით მას მიღებული აქვს ხმების 30,41 პროცენტი, მეორე ადგილზეა პეტრო პოროშენკო 16.03%-ით, ხოლო მესამეზე იულია ტიმოშენკო – 13,24%-ით.

უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დაადასტურეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვინაობას მეორე ტური გამოავლენს, რომლის გამართვის ბოლო ვადა 21 აპრილია.

მსგავსი