პეტრო პოროშენკო - უკრაინის ხელისუფლებამ „წითელი ხაზი“ გადაკვეთა
პეტრო პოროშენკო - უკრაინის ხელისუფლებამ „წითელი ხაზი“ გადაკვეთა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მოქმედი ხელისუფლების მიერ რუსულ „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების გამო სანქციების დაწესებას ითხოვს. პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება პოლიტიკურია და არა კომერციული.

საქმე ეხება რუსეთისგან ბუნებრივი აირის უკრაინულ ბაზარზე მიწოდებას. პოროშენკოს თქმით, „ვლადიმერ პუტინმა მეხუთე კოლონას მიჰყიდა გაზი, ხოლო მიღებულ შემოსავალს უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოსათხრელად გამოიყენებს“.

უკრაინის ექსპრეზიდენტის თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ ე.წ. „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. პოროშენკოს პარტია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსული გაზის უკრაინის ბაზარზე მიწოდება 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება.

მოსკოვი და კიევი უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობებზე 20 დეკემბერს შეთანხმდნენ. ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით გაფორმდა.