პეტრო პოროშენკო უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის წინააღმდეგია
პეტრო პოროშენკო უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის წინააღმდეგია

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის წინააღმდეგია.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის სხდომის შემდეგ, დეპუტატმა ივან ვინიკმა განაცხადა.

შეგახსენებთ, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატი ივან ვინიკი გამოვიდა ინიციატივით, რომ დონაბში უკრაინის სუვერნიტეტის უზრუნველყოფის შესახებ კანონპროექტში შეიტანონ შესწორება, რომელიც მინისტრთა კაბინეტს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ითვალისწინებს.