უკრაინა დსთ-ს ტოვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა და ახლაც არ არის დსთ-ს წევრი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დსთ-მ უარი თქვა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე, მივმართავ თხოვნით, რომ მთავრობასთან ერთად შევიმუშავოთ წინადადებები დსთ-ს საწესდებო ორგანოებში ჩვენი მონაწილეობის ოფიციალური შეწყვეტის შესახებ, ასევე მინსკში, შესაბამის ინსტიტუტებში უკრაინის წარმომადგენლობის საბოლოოდ დახურვის შესახებ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინა ფორმალურად არ არის „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“, დსთ-ს წევრი, რადგან არ აქვს რატიფიცირებული ორგანიზაციის წესდება. უკრაინას თურქმენეთთან ერთად დსთ-ში ასოცირებული წევრის სტატუსი გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დსთ 2008 წლის ომის შემდეგ დატოვა.